გრინსტოუნის მხარდაჭერა
გსურთ მეტი გაიგოთ გრინსტოუნის შესახებ? გიჭირთ კოლექციების შექმნა და დაინსტალირება? თქვენს დასახმარებლად ბევრი რესურსი არსებობს.
გრინსტოუნის ვიკი დოკუმენტაცია
Greenstone wiki არის გრინსტიუნის შესახებ არსებული ყველა დოკუმენტაციის ერთიანი საცავი, მათ შორისაა შემდეგი:
- გამოშვების შენიშვნები ახალი პროდუქტის გამოშვების შესახებ შენიშვნები ქვეყნდება თითოეული ახალი გამოშვებისას და შეიცავს ბევრ სასარგებლო ინფორმაციას, მათ შორისაა საინსტალაციო ინსტრუქციებს, მნიშვნელოვან ცვლილებებს, დეფექტების გასწორებას, ცნობილ საკითხებს და ა.შ.
- დამწყების გზამკვლევი გრინსტოუნის პროგრამის გამოყენების ინსტრუქცია
- გრინსტოუნის სასწავლო სემინარები არსებობს ბევრი გრინსტოუნის სახელმზღვანელო ცნობარი რომელიც გასწავლით სხვადასხვა სახის კოლექციების შექმნას.
- ხდშ (FAQ) ხშირად დასმული კითხვები შეიცავს გრინსტოუნთან დაკავშირებულ ძირითადი კითხვების სიას, მათ შორისაა პროგრამის დაყენების, ჩართვის და კოლექციის შექმნის შესახებ ინსტრუქციას. ეს იყო ძველი ვიკის ნაწილი და შესაძლოა მოძველებული იყოს.
- გრინსტოუნის მოძველებული დოკუმენტაცია აქვეა რამდენიმე ცნობარი და ინსტრუქცია გრინსტოუნის შესახებ. ამ გვერდზე განთავსებულია მათი ლინკები, მათგან ბევრი სხვადასხვა ენაზეა. ისინი ძველია და არ განახლებულა, თუმცა შესაძლოა მაინც გამოგადგეთ.
- საჩვენებელი კოლექციები შესაბამისი დოკუმენტაციით გრინსტოუნის კოლექციების "შესახებ" გვერდი აღწერს მათი შედგენის სპეციფიკას. ამ გვერდზე მოცემულია მოკლე აღწერილობა და აღწერილობის შესაბამისი ლინკები.
ელექტრონული საფოსტო სია და რეგიონალური ქსელები
არსებობს გრინსტოუნთან დაკავშირებული რამდენიმე ელექტრონული ფოსტის სია, რომლის თავდაპირველი მიზანია გრინსტოუნის ციფრული ბიბლიოთეკის პროგრამის განხილვა. გრინსტოუნის აქტიური მომხმარებლები უნდა შეუერთნდნენ რომელიმე სიას და ქვლილი შეიტანონ განხილვებში.
შენიშვნა: თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ ამ სიების გამოწერა დაპოსტვამდე.
შემდგომი ჩამონათვალი ეკუთვნის სხვა ორგანიზაციებს და გრინსტოუნის გუნდის მიერ არ კონტროლდება.
- ენის ჩამონათვალი ესპანური გთხოვთ ეწვიოთ http://www.freelists.org/list/greenstone_es რომ გამოიწეროთ ან ნახოთ სიის არქივი. დაპოსტეთ აქ [email protected].
- არაბული საზოგადოებების სია გთხოვთ ეწვიოთ http://www.freelists.org/list/greenstone4arab რომ გამოიწეროთ ან ნახოთ სიის არქივი. დაპოსტეთ აქ [email protected].
- სია ფრანგულ ენაზე გთხოვთ ეწვიოთ http://www.freelists.org/list/greenstone_fr რომ გამოიწეროთ ან ნახოთ სიის არქივი. დაპოსტეთ აქ [email protected].
- პორტუგალიური ენის ჩამონათვალი გთხოვთ ეწვიოთ http://www.freelists.org/list/greenstone_pt რომ გამოიწეროთ ან ნახოთ სიის არქივი. დაპოსტეთ აქ [email protected].
მომდევნო ორი სია იმართება გრინსტოუნის დეველოპერთა გუნდის მიერ და არის ინგლისურენოვანი სიები.
- გრინსტოუნის მომხმარებელთა სია ეს სია არის ზოგადი გრინსტოუნ დისკუსიებისთვის. გთხოვთ ეწვიოთ https://list.waikato.ac.nz/postorius/lists/greenstone-users.list.waikato.ac.nz/ რათა გამოწეროთ და ნახოთ სიის არქივი. დაპოსტეთ [email protected].
- გრინსტოუნის დეველოპერთა სია ეს სია უფრო ტენიკური დისკუსიებისთვის შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გრინსტოუნს ქმნიან და ცვლილებები შეაქვთ. გთხოვთ ეწვიოთ https://list.waikato.ac.nz/postorius/lists/greenstone-devel.list.waikato.ac.nz/ სიების არქივის გამოსაწერად ან სანახავად. დაპოსტეთ აქ [email protected].
რეგიონალური მხარდაჭერის ჯგუფები
არსებობს რამდენიმე რეგიონალური ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს გრინსტოუნით სარგებლობის მხარდაჭერას.
- აფრიკის ციფრული ბიბლიოთეკის მხარდამჭერი ქსელი (ADLSN) აფრიკის ციფრული ბიბლიოთეკის მხარდამჭერი ქსელი (ADLSN) არის აფრიკელი სპეციალისტების და სხვა დაინტერესებული აქტორების საზოგადოება, რომელთა საერთო მიზანია ადგილობრივი ციფრული ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების მხარდაჭერა. ისინი მუშაობენ ეროვნულ ცენტრებსა და მხარდამჭერ საზოგადოებებში შემდეგ ქვეყნებში: კენია, ლესოტო, მალავი, მავრიკი, ნამიბია, სენეგალი, ტანზანია, უგანდა და ზიმბაბვე.
- გრინსტოუნის მხარდაჭერა სამხრეთ აზიაში ეს მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ციფრული ბიბლიოთეკის განვითარების ცენტრის (CDDL) მიერ ინდოეთის მართვის ინსტიტუტთან (IIM) Kozhikode თანამშრომლობით Digital Library Network South Asia და გრინსტოუნის დეველოპერთა გუნდთან, სამხრეთ აზიაში გრინსტოუნის ეფექტური მხარდაჭერის მიზნით.
- Centro Nacional de Promocion de Greenstone არგენტინის ნაციონალური ცენტრი გრინსტოუნზე ცნობადობის ამაღლების შესახებ.
-
გრინსტოუნის არაბული ბლოგი
არაბული ენის ბლოგი, რომელიც განიხილავს გრინსტოუნს და ციფრული ბიბლიოთეკის საკითხებს.
სხვა რესურსი
ციფრული ბიბლიოთეკის შექმნის ინსტრუქცია
რა არის ციფრული ბიბლიოთეკა? როგორ გამოიყურება ის? საიდან მოდის ინფორმაცია? როგორ შეიძლება მათი აწყობა? საიდან დავიწყოთ? ეს არის წიგნი, რომელიც პასუხობს ამ კითხვებს პირდაპირ და მარტივად. წიგნი ასევე აღწერს გრინსტოუნის პროგრამას.
ანაზღაურებადი მხარდაჭერა
Prodigio Consultores სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას გრინსტოუნისთვის ლათინურ ამერიკაში. ისინი არიან მთავარი კონტრიბუტორები გრინსტოუნის მხარდაჭერის ცენტრისა ესპანურ ენაზე.
ტრენინგი
სხვადასხვა ორგანიზაციამ ჩაატარა გრინსტოუნის ტრენინგ კურსი წარსულში, რომელთაგან აქ მხოლოდ ზოგიერთია წარმოდგენილი:
UNESCO-მ დააფინანსა ტრენინგ კურსები ბანგალორში (2002 და 2003), ალმატიში (2003), სუვაში (2003, USP-ით), სენეგალში (2004)
დაუკავშირდით ჟან-კლოდ დოფინს [email protected]
UNESCO IITE (განათლებაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი) გეგმავენ კურსებს კაიროში, ბანგკოკში, მოსკოვში
დაუკავშირდით აზატ ხანანოვს [email protected]
შუბჰადა ნაგარკარ, პუნის უნივერსიტეტი, ინდოეთი [email protected]
IIM Kozhikode by M.G. Sreekumar [email protected]
ინფორმირებული კუბა გუსტავ კიურის მიერ [email protected]
SLAIS, ედი რასმუსენი, ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტი [email protected]
FAO და SPC Fiji ქრისტინა ტუიტუბუს მიერ [email protected]
ციფრული ბიბლიოთეკის კონფერენციებზე ზოგჯერ წარმოდგენილია გრინსტოუნის სემინარები
JCDL, ECDL, ICADL, ICDL
საბიბლიოთეკო კონფერენციებზე ზოგჯერ ტარდება გრინსტოუნის სამუშაო შეხვედრები და პრეზენტაციები
LITA, ALA ყოველწლიური კონფერენცია, ASIST
ალტერნატივის სახით, თუ თქვენს დეპარტამენტს/ორგანიზაციას სურვილი აქვს მოაწყოს და დააფინანსოს Greenstone-ის შესახებ სამუშაო შეხვედრა თქვენს ტერიტორიაზე, ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ მასზე დასწრება (დამოკიდებულია ჩვენს სხვა ვალდებულებებზე). ჩვენი მოთხოვნაა დაფინანსდეს ჩვენი მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები, და თუ გულუხვობას გამოიჩენთ, ჩვენ ძალიან დავაფასებთ ყველა შემოწირულობას ჩვენი კვლევის ხარჯების დასაფარად.
თვითშესწავლის კურსები
FAO/UNESCO-ის დამოუკიდებლად შექმნილი მოდული "გაციფრება და ციფრული ბიბლიოთეკები" ხელმისაწვდომია აქ: http://www.imarkgroup.org/ ან დაგვიკავშირდით: [email protected]
IITE-ს აქვს თვითშესწავლის კურსი "ელექტრონული ბიბლიოთეკები განათლებაში"
კონტაქტი: აზატ ხანანოვი [email protected]
დონაციები და სახელშეკრულებო კვლევები
გრინსტოუნი თავისუფლად ვრცელდება GNU ზოგადი საჯარო ლიცენზიის მიხედვით და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას კითხვებზე პასუხის გაცემით და გავაგრძელებთ ამ საქმიანობას ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში - თუმცა ვერ მოგცემთ სერვისის გარანტიას, განსაკუთრებით გაზრდილი ტრაფიკის პირობებში. დაფინანსების შემთხვევაში, არსებობს მეტი შესაძლებლობები.
"გნებავთ ახალი ოპცია?" გრინსტოუნის კვლევითი ჯგუფი ატარებს სპეციალურ კვლევას გრინსტოუნის გასაუმჯობესებლად ახალი ფუნქციებისა და მახასიათებლების დამატების გზით. დაგვიკავშირდით [email protected].